მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მიიყვანეს

„ნებისმიერი  სახის კვლევა კეთდება ჩვენს კლინიკაში

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევების მიზნით გადაიყვანეს. 

სამედიცინოს დაწესებულების ტერიტორია დილიდან ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფებიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები. 

როგორც ცნობილია კლინიკის მე-5 სართული სპეციალურად არის მოწყობილი ექსპრეზიდენტის კვლევებისთვის. კლინიკაში ამ ეტაპზე სააკაშვილის გადაყვანასა და მის მდგომარეობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. 

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ სწორედ 11 მაისს გახდა ცნობილი. სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანის შეთავაზებას დათანხმდა. 

🔴 მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა პოზიტიური ნაბიჯი იქნება - კელი დეგნანი

🔴 „რომელია ავტორიტეტული, რომელიც პირობას დადებს და არ შეცვლის? - ირაკლი ზარქუა თავდებობით სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე

🔴 ის, რის თავდებშიც „ნაცმოძრაობა“ დგება, უკვე არსებობს როგორც სტატუს-კვო, შესაბამისად ნუ შეწუხდებიან - არჩილ თალაკვაძე