მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მერყევია, გაუმჯობესებას გაუარესება მოსდევს“ - ექიმი

ექიმი სანდრო თოიძე

ექიმ ნევროლოგის ოთარ თოიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მერყევია და გაუმჯობესებას მალევე მოსდევს გაუარესება. 

ექიმის თქმით, ის რომ პრეზიდენტი კარგად გამოიყურებოდა სასამართლო პროცესზე ეს იმას მეტყველებს, რომ მობილიზაციის უნარი აქვს

„მისი მდგომარეობა არის მერყევი, გაუმჯობესებას გაუარესება მოსდევს, ადვილი დაღლა, ფიზიკური დატვირთვის აუტანლობა, ის რომ პრეზიდენტი კარგად გამოიყურებოდა სასამართლო პროცესზე, ეს იმას მეტყველებს, რომ მობილიზაციის უნარი აქვს, მაგრამ ეს უნარი მალე მილევადია და მკურნალობას საჭიროებს“, - აცხადებს ექიმი. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი

 სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება - ალეკო ელისაშვილი

⚫ „არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია ამ პირობებში“ - დიტო საძაგლიშვილი