მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და დიაგნოსტიკა არის არაადეკვატური“ - მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი

„ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი „მთავარი“ არხის ეთერში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და დიაგნოსტიკა არაადეკვატურია.

მისი თქმით, ექსპერტებს ექსპრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობას ამ დრომდე არ აძლევენ.

„ექსპერტებს დღემდე არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ მე-12 დაწესებულებაში მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი და შევაფასოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, შევისწავლოთ დოკუმენტაცია, თუ როგორი სახის მკურნალობა მიმდინარეობს მის მიმართ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს მკურნალობაც და დიაგნოსტიკა არის არაადეკვატური, რამაც, შეიძლება, გამოიწვიოს ძალიან მძიმე ზიანი პაციენტებისთვის. ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა, ასევე, საერთაშორისო სტანდარტები, რაც კიდევ ერთი რგოლია მიხეილ სააკაშვილის წამებისა და არასათანადო მოპყრობის მთელ ჯაჭვში“, - აღნიშნავს მარიამ ჯიშკარიანი. 

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉  „თითზე გადასახვევი არ წამიღია ქვეყნიდან, ყველაფერი გავაკეთე და ახლა ჩემს თვალწინ ინგრევა“ - სააკაშვილი

👉  „დავტოვე პენსია - 90 დოლარი, 10 წლის თავზე პენსია არის 77 დოლარი“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ, რა, უკვე ვეღარ ასამართლებთ?“ - მიხეილ სააკაშვილი