მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად გამოხატული სისუსტე აქვს“ - ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილს მკვეთრად გამოხატული სისუსტე აღენიშნება. 

ექიმის თქმით, პროგნოზების გაკეთება რთულია და რეაბილიტაციას გარკვეული დრო დასჭირდება.

„სისუსტე ჯერ კიდევ საკმაოდ გამოხატული სისუსტე აქვს. მკურნალობა გეგმის მიხედვით მიდის, ვნახოთ როგორი იქნება მისი მდგომარეობა მომავალში. 

როგორც მოგახსენეთ სუსტად არის, ამდენი დღის შიმშილობის შემდეგ ფეხბურთს ხომ ვერ ითამაშებს ადამიანი?! ამჯერად არანაირი შეფერხება არ მქონია, შევედი ძალიან სწრაფად, მაგრამ სახალხო დამცველი ნამდვილად 2 საათი ელოდებოდა. 

პროგნოზების გაკეთება ამ დროს კარგი არ არის. თავს ვერ დავდებ და ვერ გეტყვით, როდის იქნება უკეთესად. ხანგრძლივი პროცესია. ეს 4 -5 დღეში არ დამთავრდება“, - აღნიშნა ექიმმა. 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. 

ამავე თემაზე: 

🔴 „ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე“ - ლომჯარია

🔴 სააკაშვილი საქართველოს „ჩაუდეს“ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება - დიმიტრი ტარანი