მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მილიონი ჩარტერული რეისი ინიშნება და ამდენი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია“ - გაიაშვილი თბილისი-მოსკოვის რეისის გაუქმებაზე საუბრობს

ჯორჯიან ეარვეისის დამფუძნებელი

რუსეთმა ქართულ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვესისს“ თბილისიდან ჩარტერული ავიარეისის შესრულებაზე უარი უთხრა. 

როგორც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ავიაკომპანიის დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა აღნიშნა, რუსეთმა თბილისში შექმნილი აჟიოტაჟი გაითვალისწინა და ფრენაზე ნებართვა გააუქმა. 

„პირველ რიგში მიზეზი ზედმეტი აქტიურობაა. მილიონი ჩარტერული რეისი ინიშნება და ამდენი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. ამ აჟიოტაჟმა თავისი როლი შეასრულა და გაუქმდა ნებართვა ამ რეისის შესრულებაზე მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო. ეს ნებართვა რუსეთმა გააუქმა. ყურადღება ზედმეტად მიიპყრო, დაიწყო საუბრები „რუსეთში რეისი სრულდება“ და ამან ითამაშა დიდი როლი. რუსეთმა შექმნილი აჟიოტაჟი გაითვალისწინა. ჩემი აზრი ასეთია“, - განაცხადა გაიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა უნდა შესრულებულიყო

საქართველოს და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების შემდეგ შეჩერდა. ავიამიმოსვლის შეჩერებას წინ  უძღოდა ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.  

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ჯორჯიან ეარვეისმა“ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისი გააუქმა