მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომები არ დაუშვია“ - გიული ალასანია (ვიდეო)

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი დედა გიული ალასანია

„მე პირადად, მიმაჩნია, რომ ჩემს შვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ დაუშვია, არ ვიცი რა შეცდომებზეა საუბარი“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, ის არასოდეს ჩარეულა სააკაშვილის საქმეებში, რადგან ამის უფლებას საკუთარ თავს არ აძლევდა.

„არც მომცემდა იმის უფლებას, რომ ჩავრეულიყავი მის საქმეში და არც მე ვაძლევდი თავს ამის უფლებას. ბევრი ლაპარაკობს შეცდომებზე ... მე პირადად მიმაჩნია, რომ ჩემს შვილს შეცდომა არ დაუშვია როგორც პრეზიდენტს. ამაში დარწმუნებული ვარ. საკმარისად განათლება მაქვს მიღებული, ვიცი, ანალიზის უნარიც მაქვს.

ეს იყო თავდადება, ეს იყო უზომო შრომა ... არა მარტო მისი, არამედ მისი გარემოცვის, ვინც მიშასთან ერთად იყო. ჩვენ, ოჯახის წევრებსაც მოსვენება არ გვქონდა, რაც შეგვეძლო ყველაფერს ვაკეთებდით. არ ვიცი, რა შეცდომებზეა ლაპარაკი.

ვიღაცამ სამსახური თუ დაკარგა ან რამე მოხდა, შეიძლება ეს უფრო ქვედა დონეზე ყოფილიყო. არ მგონია, რომ ეს ჩემი შვილის მითითებით ყოფილიყო. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს შვილს ყველაფერი კარგი უნდოდა ამ ქვეყნისთვის. მთელი ეს წლები ვხედავდი ნოსტალგიით დაავადებულ ადამიანს, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, როგორმე ამ ქვეყანაში შემოეღწია“, - აღნიშნა გიული ალასანიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

ამავე თემაზე:

673 260 ლ - კოსმეტიკური მომსახურება; 191 643 ლ - ესპანელი მზარეულის დაქირავება - ამირან სალუქვაძე ე.წ. პიჯაკების საქმეში შემავალ ხარჯებს აქვეყნებს

„გადაიყვანენ საავადმყოფოში და ამით დამთავრდება ყველაფერი“ - საყვარელიძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომლებიც დააპატიმრეს