მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მირჩევნია ციხეში წავიდე, ვიდრე ვიდგე და „გავაპრავო“ სოდომური ცოდვა“ - მეუფე სტეფანე პრაიდის შესახებ

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე მრევლს მოუწოდებს, რომ რუსთაველზე გამოვიდნენ 5 ივლისს, მაშინ, როდესაც ამავე ადგილას თბილისი პრაიდის მარში არის დაგეგმილი. როგორც ის აღნიშნავს, ეს არა ადამიანის უფლება, არამედ, სული წმინდის გმობა და სოდომური ცოდვაა, რომელიც პიროვნებას აზიანებს.

„ვილოცებ, რათა ღონისძიება არ ჩატარდეს, მე სული წმინდის მადლით ავავსებ რუსთაველს. სამი კაცი ყვიროდა და ტელევიზიები ემსახურებოდნენ, ასე შეიძლება, მოხდეს. ეს ადამიანები ჩხუბს არ აპირებენ და არც დაპირისპირებას. ადამიანები იქ რომ მივლენ, ეჭვი გეპარებათ? გგონია, ხალხი ვერ აზროვნებს? მე მოვუწოდებ ყველას, რომ მიუღებლად მიიჩნიონ პროპაგანდა სოდომური ცოდვა.

ჩვენი ეპარქიიდანაც რომ წავიდნენ, არ ვარ წინააღმდეგი. მირჩევნია, ციხეში წავიდე, ვიდრე ვიდგე და თქვენ გვერდით „გავაპრავო“ სოდომური ცოდვა. ვინ იძალადა 20 ივნისს, იმ ხალხმა, ვინც სოდომურ ცოდვას აპროტესტებდა, თუ სოდომისტებმა დაიწყეს შტურმი. „ნაციონალური მოძრაობა“ სოდომისტები არ არიან? ვინც ხელი მოაწერა, რომ სოდომური ცოდვა არის უფლების დაცვა, ყველა სოდომური ცოდვის მომხრეა. როცა შემიზღუდეთ სულიერი სივრცე, სოდომსა და გომორს ცოდვად აღვიქვამთ. როცა თქვენ ავრცელებთ ამას, როგორც ნორმალურს, მაშინ იძულებული ვართ, ვთქვათ, რომ ეს არის ცოდვა.

იმის გამო, რომ 99 პროცენტის საწინააღმდეგოდ ცდილობს, თავს მოახვიოს სოდომური ცხოვრების წესი, ამიტომ ხდება დაპირისპირება და არა იმიტომ, რომ ვინმე ცხოვრობს თავისთვის და ხელს არ უშლის.

როცა ელჩებს თავის მხარეს აყენებენ, პარტიებს ხელს აწერინებენ და თქვენ, ტელევიზიები ემსახურებით, რაზე ვილაპარაკოთ. სასულიერო პირების გამო არ ხდება არეულობა, ეს თქვენი სოდომური პოზიციაა, სიყალბეს ტირაჟირებთ და გვაბრალებთ, რომ სოდომური ცოდვის მოწინააღმდეგეთა რიგებს ისე ვკრავთ, რომ სცემენ ვიღაცას.

მე მოვუწოდებ გამოსვლისკენ, რადგან სოდომური ცოდვა დაუშვებელია და მისი პროპაგანდაც. მე რაც შემეხება, სადაც უფრო საჭირო იქნება, იქ ვიქნები. სასულიერო პირების დამოკიდებულება ზოგადად ვიცი, რომ არაერთხელ ვყოფილვართ ამ პოზიციაზე და თქვენ ნუ მოემსახურებით სოდომისტებს“, -განაცხადა მეუფე სტეფანემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინფორმაციისათვის, „პრაიდ კვირეული“ თბილისში პირველ ივლისს გაიხსნება - მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი.

კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.

იხილეთ აგრეთვე:

✅ირაკლი კობახიძე: „პრაიდ კვირეულის“ ჩატარებაზე ორგანიზატორებს უარი უნდა ეთქვას