საზოგადოება

მიშამ არც მეგობრები დაივიწყა, დავით ბაქრაძის, ლევან ვარშალომიძის და რაფაელ გლუკსმანის ტაილანდში დასასვენებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გაიხარჯა - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე Pia.ge
1638358753
დაკოპირებულია

„2 დეკემბერს სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მორიგი სხდომა გაიმართება, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას შეეხება. აღნიშნულ საქმეს საზოგადოება „პიჯაკების საქმის“ სახელით იცნობს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივია, სინამდვილეში ბუნებაში პიჯაკების საქმე არ არსებობს, ეს არის განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა, რომელიც კორუფციულ ნიშნებს შეიცავს!“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობისთვის განკუთვნილი ცხრა მილიონი მიითვისა, რომელიც გადამხდელების თანხას წარმოადგენდა და მიზნობრივად უნდა გახარჯულიყო.

„რეალობა შემდეგია, სააკაშვილი პირადი და ოჯახის წევრების გართობისათვის სახელმწიფო თანხებს იყენებდა, რომელსაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ფარავდა, ხარჯებს მინიჭებული ჰქონდა გრიფით საიდუმლოს სტატუსი, რაც ხარჯის მიზნობრიობის გარკვევას შეუძლებელს ხდის.

სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობისთვის განკუთვნილი ცხრა მილიონი მიითვისა, რომელიც გადამხდელების თანხას წარმოადგენდა და მიზნობრივად უნდა გახარჯულიყო. სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმჟამინდელ ხელმძღვანელ ჯანაშიას (რომელიც გზების ჩახერგვით და ქალაქის პარალიზებით იმუქრება ხოლმე) პირადი ბანკირობა „შეტენა”. თანხის ათვისება სწორედ ჯანაშიას გავლით ხდებოდა. თანხა კი მრავალფეროვნად, მაგრამ არამიზნობრივად იხარჯებოდა, მიშას ხუშტურების სია ასე გამოიყურება:

• ნიუ იორკში ვიზიტი 114 887 ლარი

• სამკურნალო გამაჯანსაღებელ სასტუმროში Parhotel Igls მიღებულ სამედიცინო მომსახურებაში 26 259 ლარი

• ნიუ იორკში მიშას, თან ახლდა ბიუჯეტის ქურდი უგულავა, რომლის ცხოვრებაც 26 391 ლარი დაჯდა

• ნიუ იორკში მანქანით მომსახურება 58 ათასი ლარი

• ედუარდ სააკაშვილის განათლებაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 51 ათასი ლარი გაიხარჯა

ოჯახის წევრების მოგზაურობა:

• ედუარდ სააკაშვილის მოგზაურობა 108 343 ლარი

• ნიკოლოზ სააკაშვილის მოგზაურობა 61 709 ლარი

• სანდრა რულოვსის მოგზაურობა 209 205 ლარი

• გიული ალასანიას მოგზაურობა 3355 ლარი

• მზია წერეთლის მოგზაურობა 3698 ლარი და ა.შ.

მიშამ არც მეგობრები დაივიწყა, დავით ბაქრაძის, ლევან ვარშალომიძის და რაფაელ გლუკსმანის ტაილანდში დასასვენებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გაიხარჯა. ეს არის ხარჯების არასრული ჩამონათვალი, რომელიც უსასრულოდ გრძელდება (მასაჟი, ტანსაცმელი, ე.წ. შოპინგი მილანში და სხვა).

ასეთი იყოს მიშას მმართველობა, რომელიც სახელმწიფო ქონებას პირად ქონებად თვლიდა და სახელმწიფო ბიუჯეტს საკუთარ ჯიბის ფულად მიიჩნევდა. დღესაც კი მიშა და მისი მიმდევრები საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრას ცდილობენ და ურცხვად იტყუებიან. მათი მიზანია საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე დააკნინონ რაც არ გამოუვათ, სააკაშვილი აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე, არამარტო თანხის გაფლანგვის გამო, რადგან მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორის 9 მილიონის გაფლანგვა ყველაზე მსუბუქ დანაშაულად გამოიყურება“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

„განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ -...

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლზე, „ომიკრონით“ ინფიცირების სიმძიმესა და პანდემიის მართვაზე საუბრობს. 
1642516437
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის თქმით, სასურველია, რომ კოვიდვაქცინით აცრილმა და აუცრელმა ადამიანებმა მშვიდობიანად თანაცხოვრება და ერთმანეთის პატივისცემა შეძლონ. 
1642531011
მიმდინარე წლის 21 იანვარს ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ria.ru ავრცელებს. 
1642529170
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში საქართველოს პანდემიის ისტორიაში პიკი იქნება.
1642508109
„დაახლოებით 3-ჯერ მცირდება იმ ადამიანებში გადადების რისკები, ვინც არიან სრულფასოვნად ვაქცინირებულები“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. 
1642506217
მაია ბუწაშვილი ინფექციონისტი

როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტ...

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „იმედის“ ეთერში, იმის შესახებ ისაუბრა თუ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი.
1642499801
ევროპარლამენტმა პრეზიდენტად რობერტა მეცოლა აირჩია
სტრასბურგში გამართულ ზამთრის პლენარულ სესიაზე ევროპარლამენტმა პრეზიდენტად, 458 ხმით, მალტელი პოლიტიკოსი, რობერტა მეცოლა აირჩია.
ამ პიროვნებას არაფერი სმენია სულხან მოლაშვილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში...
ახალგაზრდა „ენ-ჯე-ო-შნიკმა“ გიორგი მშვენიერაძემ თეორიულადაც არ იცის, რას ნიშნავს პენიტენციურ სისტემაში „არაადამიანური და ღირსებაშემლახავი მოპყრობა“, რაც ქვეყნის უახლოეს სამარცხვინო წარსულს უკავშირდება“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებას, რომლის თქმით, ისეთ საქმეებზე, როგორიც არის მოლაშვილის საქმე, ევროსასამართლომ სტანდარტად დაადგინა, რომ პირს, რომელიც იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უნდა ჰქონდეს სრული წვდომა სამედიცინო სერვისებზე, რაც დღეს შეზღუდული აქვს სააკაშვილს.
შალვა პაპუაშვილი რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას „ტვიტერზე“ ეხმაურება.