მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიტროპოლიტი მელქისედეკი სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა

მიტროპოლიტი მელქისედეკი სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში მივიდა

მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტი მელქისედეკ ხაჩიძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მივიდა.

მისი თქმით, აუცილებელია საყოველთაო შერიგება და უნდა დასრულდეს ერთმანეთთან დაპირისპირება.

„დღეს მოვედი, რომ ვინახულო მესამე პრეზიდენტი, ვნახო, გავესაუბრო და ვნახო, რა მდგომარეობაშია. ძალიან დიდი ინტერესია მისი ჯანმრთელობის მიმართ და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. მის გათავისუფლებას მოვაწერე ხელი და გავაჟღერე მეც იდეა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება ჩვენი ერისა. ერთმანეთის დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. მიმაჩნია, რომ ჩვენ სასულიერო პირებმა, ეკლესიამ შუამავლის როლი უნდა ვითამაშოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ერი. ბოლო ათეული წლებია სულ დაპირისპირებაში ვართ და ეს არ შეიძლება“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი 11 ოქტომბერს მოაწერა და აღნიშნა, რომ ეს მისი პოზიცია იყო.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ღმერთს უყვარს საქართველო, სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება“ - პაატა ბურჭულაძე

👉 „საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან

👉 „სააკაშვილი ციხეში საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს, ვიდრე პოზიტივს“ - უკრაინელი პოლიტიკოსი

👉 მიშასთან შედარებით ჩვენი პოლიტიკოსები პატარა ჭიანჭველები არიან“ - გია ბუღაძე

👉 „ნურავის ექნება იოტისოდენა იმედი, რომ სააკაშვილის ციხეში გამოკეტვას შევეგუებით“ - ნიკა მელია