საზოგადოება

„მივიღე გადაწყვეტილება ყველა ჯგუფი გამოვიხმო და შევწყვიტო ამ სისაძაგლის გაშუქება“ - ნიკა გვარამიას განცხადება

მთავარი არხის დირექტორი
1625484602
დაკოპირებულია

მივიღე გადაწყვეტილება „მთავარი არხის ყველა ჯგუფი გამოვიხმო და შევწყვიტო ამ სისაძაგლის გაშუქება, პირველ რიგში, ჩემი ჟურნალისტების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის გამო. მოვუწოდებ ყველა ჩემს ჯგუფს, სასწრაფოდ დატოვონ ის ადგილები და წამოვიდნენ საკუთარ ოფისში“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების უსაფრთხოება ვერ დაიცვა.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან ტელევიზიების ოფისები, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ ოფისების დარბევას, მათ შორის „მთავარი არხის“ და კვლავ, გადადგეს ის ხელისუფლება, რომელმაც ეს ვერ მოახერხა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელი იყო ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა ნიკა გვარამია.

მისი თქმით, ორ ადგილას ჟურნალისტების ჯგუფები შენობებში არიან ჩაკეტილი და საფრთხის გამო მის დატოვებას ვერ ახერხებენ. ნიკა გვარამიამ პოლიციას მოუწოდა დაეხმაროს ჟურნალისტებს უსაფრთხოდ დატოვონ შენობები.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები დილიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ.

მათ პარლამენტთან კარვები დაარბიეს, ამავდროულად ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე ტელევიზიის ჟურნალისტს და დააზიანეს მათი ტექნიკა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „დაცვის გარანტია არ არსებობს, ყველას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ“ - ნიკა გვარამია

👉 რადიკალური დაჯგუფების წევრები „მთავარი არხის“ ოპერატორს თავს დაესხნენ (ვიდეო)

👉 რადიკალური ჯგუფები „ფორმულას“ კიდევ ერთ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)