მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მქონდა შინაგანი რისხვა, როგორია დაგაბრალონ ის, რაც შენი მენტალობისთვის წარმოუდგენელია“ - ივერი მელაშვილი (ვიდეო)

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადებით, მას ჰქონდა შინაგანი პროტესტი, როცა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემისკენ მიმართულ ქმედებაში დასდეს ბრალი.

მისი თქმით, ვერ წარმოიდგენდა, რომ აღნიშნული ბრალდებით დააკავებდნენ.

ივერი მელაშვილმა სატელევიზიო ეთერში აღნიშნულ საქმის გამოძიების ფარგლებში, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ რაიმე ბრალდების წარდგენას აბსურდული უწოდა და განაცხადა, რომ „დასაბრალებელი არაფერია“.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს დავალების გამცემი პირების დადგენა, რისთვისაც საქმესთან შეხებაში მყოფი ყველა პირი გამოიკითხება.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხოს.

ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალად ედებათ, აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელება, ზემდგომი პირის დავალებით.

საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.