საზოგადოება

„მკვლელობა დააბრალეს, ერთად ისხდნენ ციხეში, მაგრამ არ ვიცოდი „კანონიერი ქურდი“ თუ იყო“ - შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულის დედა

შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულის დედა
1634817672
დაკოპირებულია

ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულის ბექა ლატარიას დედის განცხადებით, მისი შვილი უდანაშაულოა და მას მკვლელობას აბრალებენ.

როგორც ბრალდებულის დედა იხსენებს, ბექა ლატარია და ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი, მეტსახელად „ჭია“ ციხეში ერთად ისხდნენ, როცა ბექა ლატარია არასრულწლოვანი იყო.

მისი თქმით, შესაძლოა, ლატარიას მკვლელობაში ბრალი „კანონიერ ქურდთან“ კავშირის გამო დასდეს.

„ჩემს შვილს დააბრალეს მკვლელობა. 16 წელი ციხე მოიხადა და ყველასთან კარგად იყო. მე რომ მეცვას შარვალი, შეიძლება სურვილი გამომეთქვა, რომ მინდოდა „კანონიერი ქურდობა“, მაგრამ ეს ხუმრობით იქნებოდა. ის ვიცი, რომ არასრულწლოვანი რომ იყო ერთად ისხდნენ და მეტი არაფერი, „კანონიერი ქურდი“ რომ იყო ისიც არ ვიცოდი. ალბათ ამას მიაბეს რამე“, - აღნიშნა ბრალდებულის დედამ.

საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირი, ბიძინა ხასაია ჩვენებაში ადასტურებს, რომ ბრალდებულ ბექა ლატარიას ახლო ურთიერთობა ჰქონდა კრიმინალურ ავტორიტეტთან ლაშა ბარათელთან.

ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ქალის მკვლელობა შეკვეთილი იყო და დამკვეთმა მკვლელების დაქირავება უცხოეთში მცხოვრებ ლაშა ბარათელს დაავალა.

შეგახსენებთ, გვიან ღამით 18 ოქტომბერს ანასტასია შატალოვა სადარბაზოსთან მოკლეს. ქალს მკვლელმა 10-მდე ტყვია ესროლა.

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე სამი პირია დაკავებული.

ანასტასია შატალოვა ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის ყოფილი მეუღლე იყო და მასთან სამართლებრივი დავა ჰქონდა.

„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“

„ვაქცინირებულებში პოსტკოვიდური მდგომარეობა 50%-ით მცირდება“ - გიორგი ფ...

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა, რომელიც პოსტკოვიდურ გართულებებს ეხება. 
1638959458
რუმინეთის საპატრიარქო ქვეყნის ხელისუფლებას სთხოვს, რომ ტაძრებში შესასვლელად კოვიდპასპორტების წარდგენის ვალდებულება არ შემოიღონ. 
1638967786
მქონდა სურვილი, რომ ქვეყნის სამსახურში, რეალური საქმის კეთებაში ოპოზიციაც ჩართულიყო,  მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ შეუძლიათ, - დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.
1638966394
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების „მოდერნას“ ვაქცინასთან კომბინაცია უკეთეს იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს.
1638964103
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, გრიპის ვირუსზე და კორონავირუსის ახალ ვარიანტზე „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1638954183
საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პოლიციის უფროსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, პოლიციის გენერალ-მაიორ ვაჰე ღაზარიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ  თანამშრომლობაზე.
იაპონელი მილიარდერი კოსმოსში გაემგზავრა, სადაც გოლფის თამაშს აპირებს
იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა იმ მდიდარი ადამიანების სიას შეუერთდა, რომლებიც კოსმოსში მოხვდნენ, - ამის შესახებ BBC იუწყება.  
„ელექტრონავტი” 2021 წლის 11 დეკემბერს, მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონია...
ფონდი „ელექტრონავტი” 2007 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ახალი ქართული მუსიკალური ფორმების აღმოჩენა, მუსიკოსების წახალისება და პოპულარიზაციაა. ფონდი „ელექტრონავტი” 2021 წლის 11 დეკემბერს, მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონიალს „ელექტრონავტი XII” ატარებს.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დაკმ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ -ის საქმეზე  ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე გოჩა დიდავამ მიიღო.