მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მმართველ პარტიას არ უნდა საზოგადოებას დაანახოს რა მძიმე მდგომარეობაშია ჩემი ძმა - გიორგი სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ძმა

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმის გიორგი სააკაშვილის თქმით, ბოლო სასამართლო პროცესთან შედარებით, სააკაშვილის მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე იყო. 

გიორგი სააკაშვილის თქმით, მმართველ პარტიას არ სურს საზოგადოებას დაანახოს რა მძიმე მდგომარეობაშია ექსპრეზიდენტი. 

„მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ბოლო სასამართლო პროცესთან შედარებით, რომელიც 7 თვის წინ იყო და ორჯერ გახდა შეუძლოდ, პროცესიდან მისი გაყვანა გახდა საჭირო. 

ხშირად მიწევს ჩემი ძმის მონახულება და დაგიდასტურებთ, რომ მისი მდგომარეობა ბევრად მძიმეა და მართლა ერთხელ და სამუდამოდ ფარდა უნდა აეხადოს იმას, რომ კი, ნამდვილად ყველა ექიმი მაქსიმალურს ცდილობს, რომ შეუმსუბუქოს მდგომარეობა „ვივამედში“, მაგრამ მდგომარეობა რთულია.

რთული სათქმელია ჩემი მხრიდან, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა თუ არა, მაგრამ ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ თუნდაც დღეს რომ არ მოიყვანეს... მმართველ პარტიას არ უნდა დაანახოს საზოგადოებას მართლა რა მძიმე მდგომარეობაშია დღესდღეობით ჩემი ძმა“, - თქვა გიორგი სააკაშვილმა „მთავართან“ საუბარში. 

ამავე თემაზე: 

✔️ არცერთ შემთხვევაში, არცერთ ეტაპზე სააკაშვილის აქ ყოფნისას სასამართლოში წაყვანის და ტრანსპორტირების ნებართვა არ გაგვიცია - ნინო ნადირაძე

✔️ ვერ იღებენ პასუხისმგებლობას რა დაემართება სააკაშვილს საავადმყოფოდან სასამართლომდე გზაში - ხატია დეკანოიძე

✔️ ექიმები ჰქვიათ და ამ ზომამდეა სააკაშვილი მიყვანილი? აღიარონ რომ სასწრაფოდ არის საზღვარგარეთ გადასაყვანი - თაკო ჩარკვიანი

✔️ როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდა მის საკანში, ამის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა - ლომჯარიამ სააკაშვილი მოინახულა