მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მრევლმა პროტესტის ნიშნად უბისის მონასტრის კარი აჭედა

უბისას მონასტრის კარი მრევლმა აჭედა

მრევლის პროტესტი იმერეთში - მრევლი ეკლესიიდან საეჭვო რეპუტაციის სასულიერო პირების გაძევებას მოითხოვს. 

არსებული ინფორმაციით, მღვდლები ეკლესიაში არ შეუშვეს და საკვირაო წირვა ჩაიშალა. სოფელი უბისის მონასტრიდან 2 ბერის გაყვანას და ძველი მღვდლების დაბრუნებას ითხოვს. 

აქციის მონაწილეთა თქმით, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, პროტესტი საპატრიარქოსთან გაგრძელდება. 

„2014 წლიდან, როდესაც მეუფე მელქისედეკი მოევლინა ჩვენ ეპარქიას, უამრავი დარღვევების დაფიქსირების შედეგად მრევლმა არაერთი საპროტესტო აქცია მოვაწყვეთ. საკითხები ეხებოდა: უმძიმეს ლიტურგიულ დარღვევებს, ეპარქიის ქონების განიავების საკითხს, მაგრამ ეს ყველაფერი გადაჩრდილა სოდომის ცოდვაში მხილებული კანდიდატების აღზევებამ. ეს არის მრევლის აღშფოთების მიზეზი. 3 კვირაა მრევლი ითხოვს რეაგირებას, მაგრამ შედეგი არის ნული. ვითხოვთ საპატრიარქოს კომისიის ჩამობრძანებას და მდგომარეობის შესწავლას“, - აცხადებს აქციის მონაწილე.