მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მშობლების გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონი ხუთმა ბავშვმა დატოვა

ვეფხია ოდიშარია

საქართველოს საპატრიარქოს სპეციალური კომისიის წევრის ვეფხია ოდიშარიას განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონი, მშობლების გადაწყვეტილებით ხუთმა ბავშვმა დატოვა.

„სოციალურ მუშაკებთან ერთად, ვაკვირდებით პროცესს. ჩამოვიდა რამდენიმე ადამიანი. ერთი იყო ბავშვის ბიძა, რომელსაც ადრე ჰქონდა გადაწყვეტილი ბავშვის გაყვანა. როგორც ჩვენ გვითხრეს, ის ზაფხულობით გაჰყავთ ხოლმე. წეღან კიდევ წაიყვანეს ბავშვები.

სულ ხუთი ბავშვი გაიყვანეს. ესენია შემთხვევები, როცა გადაწყვეტილი ჰქონდათ და როგორც გვითხრეს, ისინი ზაფხულობით გაჰყავდათ ხოლმე. კომისიას გაწერილი აქვს გეგმა და ამ გეგმის მიხედვით, სოციალურ სამსახურთან ერთად, ვაკვირდებით და ვსწავლობთ სიტუაციას. როგორც პირველივე დღეს მოგახსენეთ, ყველაფერი იქნება შესწავლილი და ჩვენი მხრიდან, დასკვნა დაიდება“, - აცხადებს ვეფხია ოდიშარია.

ინფორმაციისთვის, ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉საქართველოს საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

👉 მეუფე ნიკოლოზი არ გამორიცხავს, პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ

👉 სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR