მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

შეკრებილები გეგმავენ, რომ მთავრობის წევრებს შენობაში შესვლაში ხელი შეუშალონ.

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა. 

„საქართველოში დიქტატორული მმართველობაა დამყარებული. ევროკავშირში გასაწევრიანებლად ქვეყანაში უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია. აუცილებელია მწვავე, ხისტი ნაბიჯები, რადგან დეოლიგარქიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ამას მოითხოვს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴  ვითხოვთ ძალაუფლება განაწილდეს და ერთი კაცის ხელში არ იყოს, ვითხოვთ დავუბრუნდეთ მიშელის შეთანხმებას - ნიკა სიმონიშვილი

🔴 🎥 აქციის მონაწილეთა ნაწილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლა

🔴 გამოჩნდება ვის რა უნდა, ევროპა თუ ძალაუფლება - სალომე ზურაბიშვილი