მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მთელი საქართველოდან კოლონები დაძრულია“ - „ალტ-ინფო“ საპროტესტო აქციას აანონსებს

„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია

„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია პარლამენტთან საპროტესტო აქციას აანონსებს. 

საპროტესტო აქცია 12 საათზე დაიწყება. 

„დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან კოლონები დაძრულია. დაახლოებით 11 საათზე დაიწყებენ ეს კოლონები თბილისში შემოსვლას. დააკავეს ჩვენი 26-მდე მხარდამჭერი, მათ შორის პარტიის ორი ლიდერი ირაკლი მარტინენკო და ზურა მახარაძე. ეს ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს და პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს დღე არის ჩვენი, ქართველი ხალხის გამარჯვების დღე იმიტომ, რომ 5 ივლისიდან მოყოლებული ისინი ამბობენ, რომ „პრაიდს“ ვერ ატარებენ, თუმცა ჩვენ მათი არ გვჯერა და მაინც აქ ვიდგებით და იმ ოდნავ შანსსაც კი, რომ მათ რამე პროვოკაცია მოუწყონ ქართველ ხალხს, ჩვენ აღმოვფხვრით“, - განაცხადა მორგოშიამ.

შეგახსენებთ, პოლიციამ გვიან ღამით „თბილისის პრაიდის“ მუსიკალური ფესტივალის საწინააღმდეგო აქციაზე „ალტ-ინფოს“ რამდენიმე ლიდერი დააკავა. 

„თბილისი პრაიდი“ 2 ივლისს „პრაიდ კვირეულის“ ბოლო ღონისძიების ქვიარ მუსიკალური ფესტივალის გამართვას გეგმავს.

„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები აღნიშნული ღონისძიების ჩაშლასა და მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობაზე მუდმივად საუბრობდნენ. 

ამავე თემაზე:

🔴 „ალტ-ინფოს“ ლიდერები დააკავეს