მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მცხეთა-მთიანეთში ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია

მცხეთა-მთიანეთში ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მცხეთა-მთიანეთში ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ქალაქ მცხეთის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში ფაიზერის მესამე დოზით უკვე აიცრნენ მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი ჩიფჩიური, გიორგი კაპანაძე და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები. მათ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ აცრა მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობის დასაცავად და ქვეყნის განვითარებისათვის.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით მასობრივი იმუნიზაციის 5 ცენტრი და 22 სოფლის ამბულატორია მოქმედებს, სადაც მოქალაქეთა ვაქცინაციისათვის უსაფრთხო გარემოა შექმნილი.