მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მცხეთაში, ავარიის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 2-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მცხეთაში, ავარიის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 2-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

მცხეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ხუთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

ავარიის დროს დაშავებული 4 პირი მცხეთის სამედიცინო ცენტრში და მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალში“ არიან მოთავსებული. 2 მათგანი ინტენსიურ განყოფილებაში, ერთი კი რეანიმაციაში იმყოფება. ერთი დაშავებული პირი კი კლინიკა „ვივამედში“ არის გადაყვანილი სადაც ოპერაცია უტარდება. 

„ჩვენს კლინიკაში მოყვანილია სამი დაზარალებული. აქედან ორის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ერთი იმყოფება მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში. მეორე პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური, საყურადღებო, მიმდინარეობს კვლევები. მესამე პაციენტი ამ ორთან შედარებით მეტ-ნაკლებად სტაბილურია. ისიც გააგრძელებს მკურნალობას“, - განაცხადა ექიმმა ილია ოქროჯანაშვილმა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა 28 მაისს ჯვრის მონასტერთან მოხდა. მიკროავტობუსი ხეს შეეჯახა და აფეთქდა.