მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მწვანე პასპორტი“ არის ერთადერთი შესაძლებლობა, გამოვიდეთ იმ რთული სიტუაციიდან, რასაც კოვიდვითარება ჰქვია - შოთა ბურჯანაძე

რესტორატორთა გაერთიანების თავმჯდომარე

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე საქართველოში მწვანე პასპორტების შემოღებას „რუსთავი 2“-ის ეთერში ეხმაურება. 

მისი თქმით, უსაფრთხო ზონის შექმნა იმუნიზაციას დააჩქარებს. 

„რა თქმა უნდა, „მწვანე პასპორტები“ მისასალმებელია და ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, გამოვიდეთ იმ რთული სიტუაციიდან, რასაც კოვიდვითარება ჰქვია, ვითარება, რომელიც ურთულესია ქვეყანაში და ერთ-ერთი გამორჩეულია ამ სირთულეებით. უსაფრთხო ზონის შექმნა არის შესაძლებლობა იმუნიზაციის დაჩქარების, ეკონომიკის ამოქმედების და ის შეზღუდვები, რაც დღეს გვაქვს, რასაც მოკლებულია საზოგადოება იმის მიღების. რეალურად, ეს უნდა იყოს „მწვანე ზონა“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. 

ცნობისთვის, ობიექტზე არა მწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10,000 ლარს, ინდ. მეწარმისთვის - 2,000 ლარს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მოხდება ობიექტის დალუქვა.

შეგახსენებთ, საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 სად იმოქმედებს ე.წ მწვანე პასპორტები - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

🔴 რა შემთხვევაში გაქვთ მწვანე სტატუსი, რომელ ობიექტებზე ამოქმედდება „მწვანე პასპორტი“, სად შეიძლება მწვანე სტატუსის შემოწმება და სხვა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი

🔴 სად შეიძლება კოვიდპასპორტის აღება?

🔴 მწვანე პასპორტი - ხშირად დასმული კითხვები და საოპერაციო ინსტრუქცია