მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მწვანე პასპორტი - ხშირად დასმული კითხვები და საოპერაციო ინსტრუქცია

მწვანე პასპორტი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს და ინსტრუქციას აქვეყნებს.

1-ლი დეკემბრიდან მწვანე პასპორტები იმოქმედებს:

⚫ კვების ობიექტებში

⚫ გასართობ ობიექტებში

⚫ რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში

⚫ კინოთეატრებში

⚫ თეატრებში

⚫ ოპერაში

⚫ მუზეუმებში

⚫ საკონცერტო დარბაზებში

⚫ სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე

⚫ სპა-ცენტრებში

⚫ ფიტნესის დარბაზებში

⚫ სასტუმროებში

⚫ სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე

ვინ არის მწვანე სტატუსის მქონე პირი?

⚫ სრულად ვაქცინირებული (ან)

⚫ 72 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე (ან)

⚫ 24 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ სწრაფი ტესტის მქონე (ან)

⚫ კოვიდ გადატანილი პირი

შენიშვნა: თუ პირს მწვანე სტატუსი მინიჭებული აქვს ჩატარებული PCR ან ანტიგენ სწრაფი ტესტის საფუძველზე – მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე

როდის მიენიჭება პირს მწვანე სტატუსი?

⚫ ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარების შემდეგ

⚫ PSR და ანტიგენის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღების (ლაბორატორიის მიერ პასუხის სისტემაში ატვირთვის) შემდეგ

⚫ კოვიდის ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ

რა არის მწვანე პასპორტი?

⚫ „CovidPass Georgia” – აპლიკაციაში რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)

moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)

⚫ საქართველოში ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით (ან)

⚫ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და  “EU Digital COVID Certificate” სისტემაში ინტეგრირებული სხვა ქვეყნების ოფიციალური უწყების მიერ დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით ან ელექტრონულად მინიჭებული QR კოდით

„ EU Digital COVID Certificate” სისტემაში ამჟამად ინტეგრირებულია 51 ქვეყანა

საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ან ტესტი ჩატარებული აქვთ საზღვარგარეთ (არა “EU Digital COVID Certificate” სისტემაში ინტეგრირებულ ქვეყნებში) მწვანე სტატუსის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საზღვრის კვეთის შემდეგ (მნიშვნელობა არ აქვს როდის გადმოკვეთა საზღვარი) „CovidPass Georgia” – აპლიკაციაში ან moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით (ვალიდაციის კოდი შეეძლებათ მიიღონ ქართულ მობილურის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე

როგორ მოვახდინოთ მწვანე პასპორტის ვალიდაცია?

⚫ „Covidpass Georgia” აპლიკაციის QR წამკითხველით ან

⚫ moh.gov.ge QR წამკითხველით

წამკითხველის გამოყენებისთვის საჭიროა მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა დამატებითი მონაცემების შეყვანა საჭირო არ არის

რა ინფორმაციას იღებს ვალიდატორი QR კოდის წაკითხვისას?

⚫ საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – პიროვნების ფოტოსურათს და სახელისა და გვარის ინიციალებს

⚫ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – პიროვნების სახელს და გვარს, დაბადების თარიღს და  დოკუმენტის N-ს

⚫ აკმაყოფილებს თუ არა პიროვნება მწვანე სტატუსს

⚫ რა ვადით აქვს პირს მინიჭებული მწვანე სტატუსი (ტესტის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია როდის ეწურება პირს მწვანე სტატუსი)

covidpass.moh.gov.ge საიტი და „Covidpass Georgia” აპლიკაცია ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს და გამართულ ფუნქციონირებას დაიწყებს 1 დეკემბრიდან

ვის შეუძლია საახალწლო ღონისძიებების მასპინძლობა?

⚫ ობიექტს, რომლის ყველა თანამშრომელი (100%) არის მწვანე სტატუსის მქონე

⚫ მონიტორინგი და სანქციები

⚫ მონიტორინგს განახორციელებს საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახური – შერჩევის პრინციპით

ობიექტზე არა მწვანე სტატუსის პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ობიექტს. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია შეადგენს იურიდიული პირისთვის 10,000 ლარს; ინდ. მეწარმისთვის – 2,000 ლარს. (განმეორების შემთხვევაში ობიექტის დალუქვა)

ვის დავუკავშირდეთ ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში?

⚫ 144 – მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი

⚫ 1505 – ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი

⚫ 1522 - ვაქცინაციის ცხელი ხაზი

⚫ 0800800909 – სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელი ხაზი

⚫ ელექტრონული ფოსტა: [email protected]

მწვანე სტატუსის ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 მწვანე პასპორტები საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

🔴 სად იმოქმედებს ე.წ მწვანე პასპორტები - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

🔴 რა შემთხვევაში გაქვთ მწვანე სტატუსი, რომელ ობიექტებზე ამოქმედდება „მწვანე პასპორტი“, სად შეიძლება მწვანე სტატუსის შემოწმება და სხვა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი

🔴 როგორ მიიღებენ 60 წელს ზემოთ მოქალაქეები აცრის შემთხვევაში 200-ლარიან დანამატს?

🔴 სად შეიძლება კოვიდპასპორტის აღება?