მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მზად ვარ, ეპარქიაში ადგილი გამოვყო და სააკაშვილი შიდა პატიმრობაში გადაიყვანონ“ - მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლებას მიმართავს (ვიდეო)

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს. 

სასულიერო პირის თქმით, ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, თუ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდება. 

სწორედ ამიტომ, მეუფე ნიკოლოზი ხელისუფლებას სთავაზობს, რომ სააკაშვილი თავის ეპარქიაში გადაიყვანონ.

„მინდა ხელისუფლებას მივმართო. მე მაგალითად პირადადაც კი თანახმა ვარ, რომ ვითანამშრომლო ხელისუფლებასთან და თუ რაიმე სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩემს ეპარქიაში რაღაცა სივრცე შემიძლია გამოვყო, რომელსაც ხელისუფლება გააკონტროლებს. მგონი ძალიან ბევრი პრობლემა მოიხსნება იმით, რომ შიდა პატიმრობაში გადმოიყვანონ მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში. 

 

მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა დაპატიმრებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში რამდენჯერმე მოინახულა. მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციასაც მოაწერა ხელი.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2020 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵 „თუ მე არ ვიცრები, არ ვარ ბნელი და თუ შენ იცრები, არც შენ, ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ“ - მეუფე ნიკოლოზი