საზოგადოება

ნათია თურნავა: ადგილობრივი წარმოების პირბადეები მეტროს მემანქანეებსა და სასურსათო მაღაზიების პერსონალს დაურიგდება

ნათია თურნავა ბრიფინგზე 2020
1585049435
დაკოპირებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში წარმოებული პირბადეები მეტროს მემანქანეებსა და სასურსათო მაღაზიების მომსახურე პერსონალსაც დაურიგდება. 

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

„დღეს ვისაუბრე თბილისის მერთან - მეტროპოლიტენის თანამშრომლები ძალიან მნიშვნელოვანი კატეგორიაა, რომლებიც ასევე ყოველდღიურ შეხებაში არიან უამრავ ადამიანთან და ჩვენ პირბადეების ერთი ნაწილი მათთვისაც უნდა შევაგროვოთ და გადავინახოთ. ასევე სასურსათო მაღაზიებში დასაქმებული ადამიანები - ჩვენ უკვე შევისწავლეთ საჭიროება და მათაც მივაწვდით კომპანიებთან შეთანხმებით. ეს წრე თანდათან გაფართოვდება. რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი, რომ ნედლეულის უწყვეტი და გარანტირებული მიწოდების პირობებში ჩვენ პირბადეები უკვე გაყიდვაშიც გავცეთ, მაგრამ ჯერჯერობით, რადგან ნედლეულის მოწოდება დოზირებულია და მუდმივ გადამოწმებას და დადასტურებას საჭიროებს, ჩვენ ამას თავად ვანაწილებთ, ცნობილი საჯარო პრიორიტეტების მიხედვით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.