მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოუყენებია იმდენი ზიანი, როგორც ამ მთავრობამ ჩემს ოჯახს მოუტანა“ - ნინო გოგაშვილი

სოსოს გოგაშვილის შვილი

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოუყენებია იმდენი ზიანი, როგორც ამ მთავრობამ ჩემს ოჯახს მოუტანა“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინო გოგაშვილმა განაცხადა. 

სოსო გოგაშვილის შვილი აცხადებს, რომ მამამისი პოლიტპატიმარია. 

„მამაჩემი არის პოლიტპატიმარი. ეს არის პოლიტიკური დევნა. რამდენიმე წლის წინ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს მიერ არჩეული მთავრობა და სისტემა, ამას გაუკეთებდა ჩემს ოჯახს. ნამდვილად ვიბრძოდი 2012 წელს ჩემს ოჯახთან ერთად, რომ ეს მთავრობა მოსულიყო ქვეყნის სათავეში. როგორც ჩანს, ესენი უარესებს აკეთებენ - „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოუყენებია იმდენი ზიანი მგონი, როგორც ჩემს ოჯახს ამ მთავრობამ მოუტანა“, - აცხადებს ნინო გოგაშვილი.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი 15 ივლისს საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სუს-ში განაცხადეს, რომ გოგაშვილის დაკავება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება და არა ახალს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 იარაღზე დაადებინეს ხელი, საქმე შეუკერეს მამაჩემს - ნიკოლოზ გოგაშვილი

👉 „გამახსენა 10 წლის უწინდელი ისტორიები“ - ბესელია სოსო გოგაშვილის დაკავებაზე

👉 „გოგაშვილის დაკავება არის შურისძიება იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც გადაწყვიტა ემხილებინა რეჟიმი“ - ნიკა მელია