მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NCDC ზაფხულში მაღალი ტემპერატურის დროს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს

რეკომენდაციები ზამფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულში მაღალი ტემპერატურის დროს მოქალაქეებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს. 

„თუკი თავს შეუძლოდ გრძნობთ ან თქვენ გვერდით მყოფი ადამიანი გახდა ცუდად, დააკვირდით სიმპტომებს და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

✔️ თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხეულის ტემპერატურა

✔️ მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი

✔️ თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებით ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს

✔️ თუ ვინმემ თავს შეუძლოდ იგრძნობს, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე

✔️ თუ შეამჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრს, ან ნებისმიერ ადამიანს აქვს მაღალი ტემპერატურა, გამომშრალი კანი, ბოდავს, აქვს კრუნჩხვა ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს

✔️ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 250-300C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონებადაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე“, - აღნიშნულია NCDC-ის რეკომენდაციებში.