მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნეტფლიქსმა“ აღიარა, რომ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მცდარი ფაქტები გაავრცელა

„ბრძოლა რთული იქნება, თუმცა გავიმარჯვებთ“ - ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი

კალიფორნიის სასამართლოში ამერიკულმა კინომწარმოებელმა „ნეთფლიქსმა“ აღიარა, რომ ცნობილ ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის შესახებ მცდარი ფაქტები გაავრცელა.

კომპანია მოჭადრაკეს სასამართლო დავის შეწყვეტას სთხოვს. 

„ნეტფლიქსმა“ იშუამდგომლა სამართალწარმოების შეწყვეტით. ამ უფლებას იყენებენ ხოლმე, როდესაც სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლების დაცვის შესაძლებლობით. სცენარისტმა დაადასტურა, რომ მან იცოდა, რომ ნონა იყო საბჭოთა ცნობილი მოჭადრაკე, მაგრამ ამერიკული აღქმები გამოიყენა, საბჭოთას რუსს ეძახდნენ და ამიტომ მოიხსენია იგი რუსად.

„ჩვენ მოვითხოვეთ სცენარისტის დაკითხვა, „ნეტფლიქსი“ დაგვთანხმდა და იგი ძალიან აირია, უმრავლეს კითხვებზე იძლეოდა პასუხს: „არ ვიცი“, „არ მახსოვს“. სცენარისტმა იცოდა სიმართლე, რომ ნონა იყო რეალური გმირი, ის, რომ მას ჰქონდა დამსახურებები, თუმცა ნეტფლიქსმა ეს ფაქტები შეცვალა პირადი ინტერესების, ამ შემთხვევაში სცენის დრამატიზების გამო“, - განაცხადა გაფრინდაშვილის ადვოკატმა. 

ქართული მხარე ცნობილი რუსი მოჭადრაკის გარი კასპაროვის გამოკითხვასაც მოითხოვს, რომელიც „ნეტფლიქსს“ მთელი სერიალის განმავლობაში კოორდინაციას უწევდა.

შეგახსენებთ, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს სასამართლოში უჩივლა. სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა.

კერძოდ, „ნეტფლიქსის“​ სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილი რუსი მოჭადრაკეა და მას მამაკაცებთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეს წარმოადგენს.  

გაფრინდაშვილი მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს.