მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა გვარამია პროკურატურის განცხადებას პასუხობს

გამოდით და დანიშნეთ ვადამდელი არჩევნები

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა.

„საქართველოს პროკურატურავ, მოგიყვებით ცნობილ ისტორიას ქალბატონ ელენე თევდორაძეზე. ბევრჯერ მომიყოლია საჯაროდ და თქვენთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ერთხელ ბიუროს სხდომაზე, ქალბატონ ელენეს ზურაბ ჟვანიამ უთხრა, ქალბატონო ელენე, თქვენ მგონი გამოსაკვლევი ხართო. ამაზე ქალბატონმა ელენემ უპასუხა, ბატონო ზურაბ, ჩვენ ყველანი ისედაც გამოკვლევებულები ვართ.

გუშინ, პროცესზე, პროკურორმა გვითხრა გამოსაკვლევი ხართო, რაზედაც ვუპასუხე, რომ თვითონ ხომ არიან სამაგიეროდ ყველანი გამოკვლევებულები.

კადრებში ნათლად ისმის, რას მპასუხობს ამაზე პროკურორი - რას ნიშნავს, ეს რა შეფასებააო, თუ ეს რა სიტყვააო - ანუ გაიგონა რაც ვუთხარი, არ გამორჩენია. ისიც ნათლად ჩანს, რომ ჩვენს შორის დიალოგი მიმდინარეობს. ანუ, ან უეცარი სიყრუე დაემართა სამივე პროკურორს, ან უეცრად ისე შეეშინდათ ჩემი, რომ პასუხი ვერ გამცეს, ან თქვენს მიერ წარმოდგენილი სიტყვა გამო@@@ებულის შინაარსი აქამდე არ იცოდნენ და მხოლოდ სამსახურში მისულებს აუხსნეს.

თუ თქვენს მიერ წარმოდგენილი სკაბრეზული სიტყვა ვიხმარე, პროტესტი როგორ არ გაუჩნდა რომელიმე პროკურორს მაინც? იქვე იჯდა სამი მოსამართლე და კიდევ ორი პროკურორი. თქვენ ყველანი ან ყრუებად გამოაცხადეთ ან ჩემს მიერ უკიდურესად შეშინებულებად.

მინდა იგივე ვაცნობო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასაც. ვნახოთ, ადვოკატის ლიცენზიას ჩამომართმევენ ან შემიჩერებენ თუ არა მოკვლევის ვადით, რითაც უკანონოდ და უსაფუძვლოდ უარს მეტყვიან დაცვის უფლების განხორციელებაზე, ხოლო სააკაშვილს - მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დაცვის განხორციელებაზე.

იგივე მინდა ვაცნობო სასამართლოს. ვნახოთ, მიიღებენ თუ არა უკანონო გადაწყვეტილებას და გამაძევებენ თუ არა სხდომიდან. რითაც უკანონოდ და უსაფუძვლოდ უარს მეტყვიან დაცვის უფლების განხორციელებაზე, ხოლო სააკაშვილს - მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დაცვის განხორციელებაზე.

რაც შეგეხებათ თქვენ, საქართველოს პროკურატურავ, ჩემს წინააღმდეგ აღძრული, უფრო სწორად, შეკერილი კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, გულწრფელად, არც მაინტერესებს, მით უფრო, არ მაშინებს.

თალეთ კომბლებივით ეგ საქმეები და ჭერში აწყვეთ. ამ განცხადებით მხოლოდ იმას მიაღწიეთ, რომ საზოგადოება მორიგ ჯერზე დაგცინით და ასევე ჩირქი მოცხეთ საკუთარ უწყებას და თანამშრომლებს, რომლებიც ჩემს მიერ „დაჩმორებულ“ და დაშინებულებად გამოიყვანეთ.

p.s. ამ კვირაში უკვე სამოქალაქო წარმოებაც დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ და ორ წელიწად ნახევრის წინ „რუსთავი 2 -ის“ 9%-ის მოწილე ნინო ნიჟარაძის მიერ შეტანილი და თაროზე შემოდებული სარჩელი გააცოცხლეს და ამხელა დროის შემდეგ, კვლავ პირველად ჩანიშნეს სხდომა. არც მე არც ადვოკატებს და სხვა ფიგურანტებს საქმის შინაარსიც კი არ გვახსოვს“, - წერს ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაზედაც გამოძიება დაიწყო.

ამავე თემაზე: 

✔️ ნიკა გვარამიამ პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა - პროკურატურა