მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს და რუმინეთის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, იულიან  კიფუს და  რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რაზვან როტუნდუს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.
შეხვედრის მთავარი თემას წარმოადგენდა რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო. სახელმწიფო მრჩეველი უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან და რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან  დაკავშირებით ქართული მხარის ხედვით დაინტერესდა.

ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები ყოველდღიურად იზრდება და თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მძიმედ აისახება საქართველოს მომავალზეც.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რუმინულ მხარეს მადლობა გადაუხადა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის.