
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის აშშ-ის ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ ელჩს გააცნო თავისი ხედვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ევროინტეგრაციის ძირითადი წინაპირობაა და ამ თვალსაზრისით არსებული გამოწვევები განიხილა; ასევე, ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების ძალისხმევის მნიშვნელობას საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.