საზოგადოება

ნინო ფოჩხუა ირაკლი ოქრუაშვილზე: ეს ტყვიაველი ქაჯი ნამდვილად დასაჭერია!

ფეისბუკმომხმარებელი ნინო ფოჩხუა
1659722876
დაკოპირებულია

„ფრთხილად უნდა ვიყოთ, ყველაფერზე წამსვლელები არიან ენა რომ წინ უსწრებთ, ის ამბავია. ესეც სცენარი, აი, ამის პრეცედენტი იყო ის ბრიფინგი, რომელიც ირაკლი კობახიძემ დღეს ჩაატარა“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ნინო ფოჩხუა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუკპოსტს, სადაც ოქრუაშვილი აღნიშნავს, „ერთი პატარა ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.

„როგორც ყოველთვის ენა რომ წინ უსწრებთ, ის ამბავია. ესეც სცენარი, აი, ამის პრეცედენტი იყო ის ბრიფინგი, რომელიც ირაკლი კობახიძემ დღეს ჩაატარა. დარჩა კიდევ კითხვები? ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ესენი ყველაფერზე წამსვლელები არიან. ეს ტყვიაველი ქაჯი კი ნამდვილად დასაჭერია! წარმოდგენაც არ მინდა ეს სცენარი რომ განხორციელდეს“, - წერს ფოჩხუა ფეისბუკზე.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა:

„ერთი პატარა მაგალითი/ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ. ვინაა მაგის მქმნელი თორემ კი. სტუმარმასპინძლობა, ჰუმანურობა, ეკონომიკა და ტურიზმი არ დამიწყოთ თავმოყვარეობის არმქონეებმა,” - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.