საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი პროექტის „ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისათვის” დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი
1635319784
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი პროექტის „ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისათვის” დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრო.

„კლიმატის ცვლილების ფონზე გაუდაბნოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, სწორად შევაფასოთ ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული სიტუაცია, დავსახოთ კონკრეტული ღონისძიებები იმ რეგიონებისთვის, სადაც გაუდაბნოების პრობლემა რეალური და აქტუალურია. გამოვიყენოთ საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გაუდაბნოების პროცესები შევარბილოთ და ნაკლები ზიანის მომტანი გავხადოთ როგორც ჩვენი ფერმერებისთვის, ისე ბიომრავალფეროვნებისთვის“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მოხსენებები ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების (NbS) გლობალურ სტანდარტებსა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე მიწის მდგრადი მართვის ხელშეწყობისათვის; ხაზი გაესვა პროექტის მნიშვნელობას ეროვნულ დონეზე, რაც გულისხმობს საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების (NbS) გვალვის წინააღმდეგ გამოყენების მიმართულებით ცოდნის გაღრმავების მნიშვნელობას.

პროექტის „ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისათვის” მიზანია, ხელი შეუწყოს მთავრობებს, შეძლონ ეკოსისტემის აღდგენის ღონისძიებების ინტეგრირება გვალვის მართვის პროცესში, რომ გვალვის ზემოქმედება ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომების (NbS) გამოყენებით შემცირდეს.

პროექტი გლობალურ დონეზე ხორციელდება IUCN-ის მიერ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ავსტრიის განვითარების სააგენტოს ოპერაციული ერთეული) ფინანსური მხარდაჭერით. საქართველოში პროექტს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, IUCN-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის (IUCN ECARO) დირექტორი ბორის ერგი, CENN-ის გამგეობის წევრი ნინო შავგულიძე, სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია

„ვიწყებთ პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბიძინას შეტანის გამო“ - „დრო...

„ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში "ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
1638725637
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
1638734104
იორდანიის სასამართლომ ჯანდაცვის 5 მაღალჩინოსანს კოვიდინფიცირებული პაციენტების არასწორად მკურნალობის გამო 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1638732621
მცირე ზომის თვითმფრინავი

აშშ-ში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ abcnews იუწყება. 
„ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს სააკაშვ...
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.
GITA-ს ორგანიზებით ქუთაისში პრეაქსელერაციის პროგრამა დაიწყო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და  VREX-თან თანამშრომლობით, ქუთაისში  პრეაქსელერაციის პროგრამა, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (#სრიგპ) ხორციელდება. დამწყები ნოვატორები გაივლიან სასწავლო კურსს, რომლის  მიზანია რეგიონში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, სტარტაპ იდეების ფორმირება, განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს, და ლ...
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია იწყება.