მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინო თანდილაშვილმა მწვანე სამოქმედო პროგრამის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ნინო თანდილაშვილმა მწვანე სამოქმედო პროგრამის ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მწვანე სამოქმედო პროგრამის (Green Action Task Force) ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას, მიმდინარე წელს, საქართველო მასპინძლობდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ქვეყნისთვის მწვანე ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულობის საკითხზე ისაუბრა და ყურადღება გარემოსდაცვითი მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა.

„ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა ნარჩენების მართვის სტრატეგიის, კლიმატის ცვლილების სტრატეგიისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დოკუმენტების მნიშვნელობის შესახებ და შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ინიცირებული პროგრამის მიზანია აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის (EECCA) ქვეყნებში ისეთი პოლიტიკის განხორციელება, რაც, გარემოს ხარისხის გაუმჯობესებით, ძლიერი ეკონომიკური ზრდის და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივას შექმნის.

შეხვედრას გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი, პროგრამის თანათავმჯდომარე იურგენ კეინჰორსტი და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.