მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ონლაინ რეჟიმი აირჩიონ მშობლებმა, რომელთა შვილებიც აუცრელები და რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებლები არიან“ - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს და  მოუწოდებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი შვილები აუცრელები და რომელიმე ქრონიკული დაავადების მქონე არიან, ონლაინ სწავლების რეჟიმი აირჩიონ. 

„ბავშვები საკლასო ოთახებში უნდა დაბრუნდნენ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაღაც ტიპის რისკები, ბუნებრივია ამას თან ახლავს, მით უმეტეს შიდა გავრცელების ამ ფაზაზე, რომელშიც ქვეყანაა.

სწავლების ორი ტიპია ქვეყანაში და როგორც ექიმი მივცემდი რეკომენდაციას, რომ ონლაინ რეჟიმი აირჩიონ იმ ოჯახებმა, რომელთა ბავშვები აუცრელები და რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებლები არიან“, - განაცხადა კულუმბეგოვმა „კვირას“ პრესკლუბში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „თუ ინფიცირებულის კონტაქტი ხართ ან სიმპტომები გაქვთ, PCR და სწრაფი ტესტი უფასოდ გეკუთვნით“ - დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი

🔴 ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი

🔴  ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი