მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპოზიციის მხრიდან აქციების გაგრძელების შემთხვევაში, ღიად გაფორმდება მათი ანტიდასავლურობა - ანდრია გვიდიანი

ექსპერტი ანდრია გვიდიანი Pia.ge

„მმართველი ძალა ევროკომისიის ყველა რეკომენდაციაზე მუშაობისთვის მზად არის. თითოეულ პუნქტზე ხელისუფლებამ კონკრეტულად გაწერილი ნაბიჯები და ვადები წარმოადგინა. ცხადია, ასეთი მიდგომა ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არაფერს დააკლებს იმ საერთო მიზნების რეალიზებას, რაც ქართულ საზოგადოებას აქვს“, - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი კუთვნილი ე.წ. სამოქალაქო სექტორის მხრიდან ნებისმიერი აქციის გამართვა უკვე პირდაპირ წინააღმდეგობაშია ამ ქვეყნის ევროპულ მომავალთან.

ხელისუფლების დღევანდელი ნაბიჯი კონსტრუქციული პოლიტიკის კეთების კლასიკური ნიმუშია.
ძალიან მარტივად დგას საკითხი: ერთ მხარეს არის ხელისუფლება, რომელიც მუშაობს და რეალურად დგამს ნაბიჯებს ევროპასთან დაახლოებისთვის; მეორე მხარეს არის გაუგებარი წარმომავლობის ანტიეროვნული, დესტრუქციული ხალხის მცირე ჯგუფი, რომელთა ერთადერთი მიზანი დესტაბილიზაცია და არეულობის გამოწვევაა.
ამ ფონზე, სრულად აზრს კარგავს ნებისმიერი აქცია და მათი უშინაარსო მოთხოვნები. ამიტომ, ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი კუთვნილი ე.წ. სამოქალაქო სექტორის მხრიდან ნებისმიერი აქციის გამართვა უკვე პირდაპირ წინააღმდეგობაშია ამ ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ეს ისედაც ნათელი იყო, თუმცა ოპოზიციის მხრიდან აქციების გაგრძელების შემთხვევაში, ღიად გაფორმდება მათი ანტიდასავლურობა“, - წერს ანდრია გვიდიანი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 1-ელ ივლისს გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის მიერ დადგენილ 12 პუნქტზე დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ამ 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში, სათანადო ხარისხით უზრუნველყოფს.

როგორც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეპოლარიზაციაა, რომლისთვისაც უნდა გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პოლარიზაციის აღმოფხვრის მიზნით პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება.