მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიციურ პარტიებს მთავრობის ნებისმიერ ინიციატივაზე აქვთ უარყოფითი რეაქცია, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს მათთვის რეიტინგის წართმევაა“ - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი - Pia.ge

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი  PIA.GE-სთან საუბრისას პრემიერის ახალ ინიციატივებზე პარტია „ლელოს“ წევრის საბა ბუაძის განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, პრემიერის ორივე ინიციატივა მოსაწონია, ოპოზიციური პარტიები კი მათ რეიტინგის დაკარგვის შიშით აკრიტიკებენ. 

„საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი გაუბედურდა სათამაშო ბიზნესის გამო, ამიტომ გარკვეული პრევენცია ასაკობრივი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აუცილებელია და ასევე არ უნდა მოხდეს ასეთი დიდი თანხების გადინება ბიუჯეტის შევსების გარეშე, ამიტომ აბსოლუტურად მისაღებია ეს ინიციატივა. რაც შეეხება ფარმაცევტულ ბიზნესს, მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კომპანიაა, რომელიც თავის ჭკუაზე აკონტროლებს ამ სიტუაციას და ამ მხრივ პრემიერის განცხადება და ინიციატივა მორგებულია იმაზე, რომ მოსახლეობის მოთხოვნები იყოს გათვალისწინებული. 

ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მიერ სათამაშო ბიზნესის რეგულირებით მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბარი აზრს მოკლებულია.

ოპოზიციურ პარტიებს ნებისმიერ ინიციატივაზე, იქნება ეს კარგი თუ ცუდი, აქვთ უარყოფითი რეაქცია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თვითონ არაფერს არ აკეთებენ და შესაბამისად ხელისუფლების გაკეთებული საქმე მიაჩნიათ, რომ ეს არის მათთვის რეიტინგის წართმევა, ამით უნდათ მათ ამ ინიციატივების გადაფარვა. სახელმწიფო და მოსახლეობა ყველას ეკუთვნის. გაუგებარია რა შუაშია საერთოდ მედია, რადგან მედია ისეთი თავისუფალი არასდროს არ ყოფილა როგორიც ახლაა, რასაც უნდა და როგორც უნდა ლაპარაკობენ, არავითარი შეზღუდვები არ აქვთ, ხშირად გადაუმოწმებელ ინფორმაციასაც ავრცელებენ და შეზღუდვები ყველას ეხება რომელი ტელევიზიაც არ უნდა იყოს სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ შესაბამისი ბერკეტები კანონის მიხედვით აამუშაოს. უკეთესი იქნებოდა, რომ თვითონაც გაეჟღერებინათ რაიმე ინიციატივა ან პროგრამა, თვითონ შემოგვთავაზონ უკეთესი. სამწუხაროდ ასე არ იქცევიან და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათი რეიტინგი ყოველწლიურად ეცემა“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა. 

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობს.

„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ - დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „პრემიერ-მინისტრის სამივე ინიციატივა მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს - ლადო პაპავა

👉 პრემიერის დღევანდელი სამთავრობო ინიციატივები ცალსახად სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯებია - ოთარ ანგურიძე

👉 ვახტანგ ჭარაია: პრემიერ-მინისტრი იმ გამოწვევას პასუხობს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს