საზოგადოება

ოთარ შამუგიამ 49 წარმატებული ახალგაზრდა და უხუცესი რეინჯერი სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა

ოთარ შამუგიამ 49 წარმატებული ახალგაზრდა და უხუცესი რეინჯერი სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა
1659798264
დაკოპირებულია

„110 წელია ვიცავთ საქართველოს ბუნებას“, - ამ ლოზუნგით კახეთში რეინჯერთა დღე აღნიშნეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, ღონისძიება ლაგოდეხის ეროვნული პარკის ეზოში გაიმართა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და საქართველოში პირველი დაცული ტერიტორიაა. მისი შექმნით იწყება საქართველოში დაცული ტერიტორიების ისტორია და განვითარება.

თარიღთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ 49 წარმატებული ახალგაზრდა და უხუცესი რეინჯერი სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა, მათ შორის კომპენსაციები გადაეცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული რეინჯერების ოჯახებსაც.

„დღეისთვის ამ საქმეს საქართველოში 400-მდე რეინჯერი ემსახურება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ სათანადო შრომის პირობები, ანაზღაურება, სადაზღვევო პაკეტი, აღჭურვილობა და ჩვენ ყოველწლიურად ამ მიმართულებით შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა, თუმცა ეს თარიღი წელს დაგვიანებით გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო დღეს აღნიშნეს.