მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოთხი დღეა საქართველოში იმყოფება“ - ეკა ხერხეულიძე სააკაშვილზე

ყოფილი პრეზიდენტი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

„მე მქონდა კომუნიკაცია და ვიცოდი, რომ საქართველოში იყო, მაგრამ მათდა გასაოცრად, სააკაშვილი დააკავეს თბილისში. სხვათა შორის, გუშინ ძალიან ახლოს იყო კანცელარიასთან, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. დღეს მოახერხეს და დაიჭირეს. დღეს არ არის პირველი დღე, რაც მიშა სააკაშვილი თბილისშია. უკვე მეოთხე დღეა ის საქართველოშია.

მეოთხე დღეა ის საქართველოშია და ამის შესახებ ამ ჩამოშლილ ხელისუფლებას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონია. მე ეს უფრო დიდი პრობლემა მგონია, ვიდრე მისი დაკავება. ეს დროებითია“, - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს დილას, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებდნენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდნენ.

დაახლოებით, 20:00 საათზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების შესახებ იქიდანვე, როცა მან დატოვა უკრაინა და შემოვიდა საქართველოში, ხოლო დაკავებისთვის შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ მინიმალური ხელის შემშლელი ფაქტორები ყოფილიყო.

ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხეშია.

ამავე თემაზე:

🔴 „იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძოდი“ - სააკაშვილის მიმართვა დაკავებამდე

🔴 „სააკაშვილი დაკავებულია“ - ირაკლი ღარიბაშვილი

🔴 მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია

🔴 „ერთი გარანტია აქვს, თუ ციხეში მოხვდება, წამება და გაუპატიურება არ ემუქრება“ - ვოლსკი სააკაშვილზე

🔴 „ორი დღეა არ მინახავს“ - გიული ალასანია სააკაშვილზე