მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

აქცია

თბილისში პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები კარვების დაშლის შემდეგ ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ.

როგორც იქ მყოფი ჟურნალისტები აცხადებენ, იქ მუშაობა ამ ეტაპზე ძალიან რთულია, აქციის მონაწილეები თავს ესხმიან ჟურნალისტებს და ხელს უშლიან პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.

სამართალდამცველებმა ჟურნალისტები აქციიდან გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ გაიმართება.

ასევე დღეს საპატრიარქოს ორგანიზებით ქაშვეთის ტაძართან აქცია ჩატარდება.

იხილეთ აგრეთვე:

„თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები დაარბიეს (ვიდეო)

„თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია“ - პრემიერი