საზოგადოება

პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

პატრიარქი და მესამე პრეზიდენტი
1633602854
დაკოპირებულია

პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დეკანოზმა ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილს პატრიარქის დალოცვა და მოკითხვა გადასცა.

„7 ოქტომბერს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ვთავაზობ ხელისუფლებას, სააკაშვილის საქმეები ჰააგის მოსამართლეებმა განიხილონ“ - ანა დოლიძე

⭕ რამდენ წლიანი სასჯელი ემუქრება სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში

„ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავენ“ - თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)