მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფოტოგრაფი, რომელიც ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა, დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს“ - გიორგი აბდალაძე

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, ასევე, ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის მიერ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც გედენიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესზე გადაიღო და წერს, რომ ირაკლი გედენიძე სწორედ ის ფოტოგრაფია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ცრუ ბრალდებით დააკავა.

„ისტორიული კადრი - ფოტოგრაფი, რომელიც უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა, დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს. ირაკლი გედენიძის ფოტო“, - წერს გიორგი აბდალაძე.

ინფორმაციისთვის, 2011წლის 7 ივლისის ღამეს ხუთი ფოტოგრაფი - გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე, ასევე, შაჰ აივაზოვი დააკავეს. აივაზოვი დაკავებიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს ბრალის წაყენების გარეშე, დანარჩენებს კი პროკურატურამ ბრალი ჯაშუშობის მუხლით წაუყენა.

ნათია გედენიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს წინასწარი პატიმრობიდან. დანარჩენი სამი ფოტოგრაფი კი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 22 ივლისს პირობითი სასჯელით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ჟურნალისტთა ნაწილი აქციებს მართავდა ორი კვირის განმავლობაში. ისინი საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას, ასევე, თავდებით მათ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

მოგვიანებით ხუთივე ფოტოგრაფი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.