მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფოთში ავარიას 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა

დაჭრა ეჭვიანობის ნიადაგზე

სამეგრელოში, ქალაქ ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, მოზარდს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც ბიჭი გზაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

„11 წლის მოზარდი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით იქნა კლინიკაში მოთავსებული, მას ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.