მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პირველ სართულზე ორი ბინის გაერთიანება ხდებოდა, სარდაფში არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობდა, საძირკველთან შეხება არასოდეს ჰქონია“- ზაურ ბუდაგოვის ადვოკატი

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა Pia.ge

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე ბრალდებულ ზაურ ბუდაგოვის ადვოკატი რამინ პაპიძე აღნიშნავს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს მხოლოდ ორი ბინის გაერთიანება სურდა და მისი თქმით, სარდაფსა და საძირკველთან არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობდა.

„პირველ სართულზე ორი ბინის გაერთიანება ხდებოდა, არავითარ სარდაფში არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობდა, საძირკველთან შეხება არასოდეს არ ჰქონია, ამას ექსპერტიზაც დაადგენს და მუშების ჩვენებებითაც დადგინდება.

თავად ერთ-ერთი დაზარალებული სარემონტო სამუშაოების თვითმხილველია და ხედავდა, საყრდენ კედელთან რომ არ მიმდინარეობდა სამუშაოები, ერთ-ერთი დაზარალებულისთვის არის ეს ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის გარეშე ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი ზედმეტია. ის არის გაურკვეველ სიტუაციაში. თვითონ ამბობს, რომ მე არ ვარ მშენებელი, მე ვთხოვე კომპეტენტურ პირებს დახმარება, მათი კონსულტაციების ქვეშ კეთდებოდა ყველა სამუშაო“, - განაცხადა ადვოკატმა.

ინფორმაციისთვის, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი კი, 36 წლის ქალი ინგა მეკეიძე, 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„დიდია მწუხარება, რომელიც ახლახან ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა, ღმერთს შევთხოვ, მოგვცეს გამძლეობა“ - ილია II

📣10 ოქტომბერს ტაძრებში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

📣საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა