საზოგადოება

პრემიერი: დავიცვათ დისტანცია ერთმანეთისგან, ეკლესიაშიც და სუპერმარკეტშიც

პრემიერ-მინისტრი
1584914414
დაკოპირებულია

"რა თქმა უნდა ეს ხელს შეუშლის იმას, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. ეს ჩვეულებრივი მარტივი თემაა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც სამების ტაძარში მიმდინარე წირვის დროს, სადაც მრევლი მჭიდროდ იდგა, მისული სამართალდამცავები უკან რეაგირების გარეშე გაბრუნდნენ, სმგავსი ფაქტები რამდენად ხელს შეუშლის კორონავირუსთან ეფექტურ ბრძოლას.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და დავაფასო ის, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა, რაც ბევრმა მამაომ გააკეთა. მე მესმის რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო, როდესაც მრევლს სთხოვ, რომ ეკლესიის გარეთ გავიდნენ და გარკვეული დისტანცია დაიცვან. ასე იქმნება სახელმწიფოები. ასე ვყალიბდებით ჩვენ, როგორც წარმატებული სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა პრობლემებიც ბევრია. ჩემი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის ვალდებულებაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა. დღეს ჩვენ უნდა დავიცვათ დისტანცია ერთმანეთისგან, არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება ეს - ეკლესიაში თუ სუპერმარკეტში. როდესაც ვიღაც საუბრობს, 10 ადამიანი ბევრია თუ ცოტა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ადამიანი ზრუნავს თავისი თანამოქალაქის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე. როდესაც ვიღაცეებს ასევე უნდათ პოლიტკური ინტერესიდან გამოიყენონ ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დაპირისპირება, ესეც პოლიტიკური სპეკულირების თემაა. არის საკითხები, რომელიც სენსიტიურია და მარტივად გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა მოქალაქის თუ მრევლის, სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის მაღალი ფასეულობა, არაფერი არ ღირს ორი მეტრის დისტანციის დაცვა, რომელიც შეუძლია სახელმწიფოს, ასევე ეკლესიასაც", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.