მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოვაწერე“ - მეუფე მელქისედეკი

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი

მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერა.

„პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პეტიციას მოვაწერე ხელი. ეს არის ჩემი პოზიცია“, - აცხადებს სასულიერო პირი „მთავართან“ საუბარში.

ინფორმაციისთვის, პეტიცია - მანიფესტი შეიქმნა, რომლითაც მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

ხელმომწერთა შორის როგორც სასულიერო პირები, ისე რიგი მოქალაქეები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა“- მიხეილ სააკაშვილის მამა

„ელოდებიან სანამ შიმშილობა ისე დამასუსტებს, რომ ვერ შევძლო სასამართლოზე მისვლა“ - მიხეილ სააკაშვილი

⭕ პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

⭕ „სააკაშვილმა შიმშილობის გამო უკვე 12 კილო დაიკლო“ - ადვოკატი