საზოგადოება

„პრეზიდენტი დავით აღმაშენებლისთვის არ შემიდარებია“ - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი
1641749375
დაკოპირებულია

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მას მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებლისთვის არ შეუდარებია. 

სასულიერო პირმა სააკაშვილთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესამე პრეზიდენტს ძალიან გაუხარდა მისი ვიზიტი. 

მეუფე ნიკოლოზის თქმით, სააკაშვილთან „ადამიანური და ჩვეულებრივი ვიზიტი შედგა“.

„ძალიან გაუხარდა მიხეილ სააკაშვილს, რადგან არც დღეს და არც მეორე დღეს არავის მისვლას არ ელოდებოდა. დაკეტილია მთელი ეს სისტემა და მარტო უნდა ყოფილიყო. შობის მოლოცვა ვის არ გაუხარდება? აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ადამიანური ვიზიტი იყო. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ რაღაც საკითხებზე, რის შესახებაც ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ. 

ჩვენ ერთი ვართ ყველანი, მეც საპატრიარქოს წარმომადგენელი ვარ. თუ ჩვენ იმას გავიხსენებთ, რომ მე ვაზიარე მესამე პრეზიდენტი და გამოვედი, ძალიან გახარებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ ის ეზიარა. იმიტომ რომ ძალიან რთულია, როდესაც ადამიანი ასეთ ნაბიჯს გადადგამს.

ეს პირველი შემთხვევა იყო მის ცხოვრებაში. ჩემმა მრევლმა, ჩემმა ახლობლებმა, ყველამ მითხრა ერთი რამ: „შეხვედი და აზიარე ეს კარგი იყო, მაგრამ რაც მერე თქვი, ის კარგი არ იყო“. მე დავით აღმაშენებლისთვის პრეზიდენტი არ შემიდარებია. შევადარე აღმაშენებლის ცოდვებს, ოღონდ აღმაშენებელზე დიდი პიროვნება დავასახელე რატომღაც, სამი ადამიანი დავასახელე და რატომღაც ყველას ყურში დავით აღმაშენებელი მოხდა“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.