
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, პრობაციონერებს, დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით ვალდებულება აღარ ექნებათ პრობაციის ბიუროებში მივიდნენ.
ვიცე-პრემიერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსს უკავშირდება და ამიტომ, პრობაციონერებს გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაეთვლებათ.
"დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით ყველა პრობაციონერი გათავისუფლებულია პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისგან. ეს ნიშნავს იმას, რომ ე.წ. თითის დადება ან პრობაციის ოფიცერთან, სოცმუშაკტან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები გაუქმებულია. პრობაციონერების მოსვლის ვალდებულების შეუსრულებლობა დღეიდან 14 აპრილის ჩათვლით ჩაითვლება საპატიოდ და არავითარი სამართლებრივი შედეგი ამ გამოუცხადებლობას არ მოჰყვება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვამ კორონავირუსი პანდემიად გუშინ გამოაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით სულ 24 პაციენტია ინფიცირებული.