საზოგადოება

PSP დაზღვევა არის ერთ-ერთი პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელიც დისტანციურ სადაზღვევო მომსახურებაზე გადავიდა

დისტანციური სერვისები
1584102983
დაკოპირებულია

COVID-19, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, 2020 წლის 8 მარტს, PSP დაზღვევის კომპანიის ოფისში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, 9 მარტიდან კი კომპანია გადავიდა დისტანციურ მომსახურებაზე.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დისტანციური სადაზღვევო მომსახურება გულისხმობს უკვე არსებული ელექტრონული სერვისების გამრავალფეროვნებას, დამატებითი ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური რესურსების მობილიზებას.

PSP დაზღვევა არის პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელმაც საგანგებოდ შეიქმნა ტელემედიცინის სერვისი. ტელემედიცინის საშუალებით დაზღვეულები დისტანციურად იღებენ  ოჯახის ექიმის სამედიცინო მომსახურებას. განსაკუთრებული მადლობა PSP დაზღვევის ოჯახის ექიმებს, რომლებიც კვალიფიციურად და გაზრდილი დატვირთვით ემსახურებიან დაზღვეულებს.

PSP დაზღვევის თანამშრომლები ოფისში მოსვლის გარეშე არსულებენ დაკისრებულ მოვალეობებს და მუშაობენ საგანგებო რეჟიმში.

ყოველგვარი შეფერხების გარეშე ყველა დაზღვეულს აქვს სრული ხელმისაწვდომობა მიიღოს სადაზღვევო და სამედიცინო მომსახურება დისტანციურად. PSP დაზღვევა მაქსიმალურად არის მობილიზებული! 

PSP დაზღვევის პორტალის საშუალებით www.online.ipsp.ge. დაზღვეულებს შესაძლებლობა  აქვთ ონლაინ  მიიღონ ნებისმიერი სადაზღვევო მომოსახურება - ანაზღაურება, საგარანტიო წერილი, მიმართვა ექიმ სპეციალისტთან და საგარანტიო ფურცელი მედიკამენტებზე.

პსპ დაზღვევა, #ჩემიოჯახისდაზღვევა, რომელიც მუდამ გვთავაზობს ოპერატიულ და მაღალი სტანდარტით მომსახურებას,  რაც ზრდის ჩვენი დაცულობის და ნდობის ხარისხს.