მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა დაგიჯდებათ თბილისში მგზავრობა ერთი წელი სხვადასხვა აბონემენტის შეძენისას?

თბილისის ავტობუსი

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თებერვლიდან დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება, რაც იმას გულისხმობს, რომ პირი, რომელიც აბონემენტს არ შეიძენს 90 წუთის განმავლობაში, 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარად იმგზავრებს. 

რაც შეეხება აბონიმენტებს:

ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი, რომელიც ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი, 20 ლარი ღირს. 1 თვეში ამგვარი ბარათით მგზავრობა 80 ლარი ეღირება. 

ულიმიტო, ერთთვიანი ბარათით, რომლის ღირებულება 40 ლარია, 1 წლის განმავლობაში მგზავრობა 480 ლარი დაჯდება.

ულიმიტო სამთვიანი ბარათი 100 ლარი ღირს, რითაც 1 წლის მგზავრობა 400 ლარი ეღირება. 

ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი 150-ლარიანია, რომლის 1 წლის განმავლობაში გამოყენება 300 ლარი დაგიჯდებათ. 

და ბოლოს, იმოქმედებს ასევე ერთწლიანი ბარათი, რომელიც 250 ლარი ეღირება. 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონემენტების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყება, ხოლო გადახდის სისტემა ძალაში 1-ლი თებერვლიდან შევა.