მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რადგანაც ჩემი ცხოვრების ეს ნაწილიც ინტერესის სფეროა, მინდა გიპასუხოთ“ - მიხეილ სააკაშვილი პირადი ცხოვრების შესახებ წერილს აქვეყნებს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რადას დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის პარტნიორი ლიზა იასკო Pia.ge

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელშიც მისი პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს.

როგორც სააკაშვილი წერს, მისი წარსული ყველა ურთიერთობა დასრულებულია. ის მადლობას უხდის სანდრა რულოვსს ერთად გატარებული წლებისთვის, ხოლო რადას დეპუტატ ლიზა იასკოზე ამბობს, რომ ის და ლიზა სრულფასოვანი პარტნიორები არიან:

„მათთვის, ვინც ჩემი პირადი ცხოვრებით არის დაინტერესებული. ამ ეტაპზე იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან ბრძოლაში ვარ ჩართული, ვიდრე ჩემი პირადი ცხოვრებაა. თუმცა, რადგანაც ჩემი ცხოვრების ეს ნაწილიც ინტერესის სფეროა და არაერთი კითხვა დაისვა ამ თემის გარშემო, მინდა გიპასუხოთ - ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია. მე და ლიზამ დიდი ხნის წინ დავუკავშირეთ ერთმანეთს ჩვენი ცხოვრება და უკვე მრავალი თვეა ერთად თანავცხოვრობთ, როგორც სრულფასოვანი პარტნიორები. ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია და თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ.

მე ვთხოვ ხალხს პატივი სცენ ჩვენს პირად ცხოვრებას, ისევე, როგორც სანდრას პირად ცხოვრებას, რომელსაც კეთილგანწყობით, პატივისცემით ვეპყრობი და მადლობელი ვარ მისი ერთად წარმოუდგენელი ცხოვრებისათვის.ახლა სრულად ვარ კონცენტრირებული ჩემს ბრძოლაზე. ვაგრძელებ შიმშილობას და გადაწყვეტილი მაქვს ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მან 4 ოქტომბერს გაავრცელა, აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

ამავე თემაზე:

🔴 სააკაშვილის მომხრეები ციხეს აიღებენ - ჟირინოვსკი (ვიდეო)

🔴 „მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა“- მიხეილ სააკაშვილის მამა

🔴 კრემლს სააკაშვილის დაკავება აწყობდა - ვალერი სოლოვეი

🔴 საქართველომ სააკაშვილის ექსტრადირების სანაცვლოდ შეიძლება, მისი პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვოს - უკრაინელი ექსპერტი