მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რადიკალური დაჯგუფების წევრები „მთავარი არხის“ ოპერატორს თავს დაესხნენ (ვიდეო)

თავდასხმა მთავარის ოპერატორზე

თავისუფლების მოედანზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქცია მიმდინარეობს, სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს ლევან კალანდიას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„მთავარი არხის“ ოპერატორი სამართალდამცველებმა სიტუაციას განარიდეს და საპატრულო პოლიციის მანქანით გაიყვანეს.

რადიკალური დაჯგუფების წევრები სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.

დღესვე ამავე დაჯგუფების წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ „რუსთავი 2“-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „ფორმულას“ და ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.

ინფორმაციისთვის, „პრაიდის კვირეული“ საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1-ელ ივლისს დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება გაიმართა, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, „ღირსების მარშის“ ჩატარება კი 5 ივლის დაიგეგმა.

„ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ რადიკალური ჯგუფები „ფორმულას“ კიდევ ერთ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

✔️ როგორც ჩვენს ხალხს და ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში - პრემიერი

✔️ „მოვუწოდებ ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“ - კახა კუჭავა